Welcome, Guest! Sign Up RSS

My site

Saturday, 2024-04-20
Home » 2015 » July » 15 » გალათასარაი ინლერით ინტერესდება
12:54 PM
გალათასარაი ინლერით ინტერესდება

გამოცდილმა შვეიცარიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა, გიოკან ინლერმა შესაძლოა "გალათასარაიში" გააგრძელოს კარიერა.

 

როგორც "Fanatik" იტყობინება, თურქულმა კლუბმა ოფიციალური წინადადებით მიმართა "ნაპოლის" და იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას 2,5 მილიონი ევრო შესთავაზა.

 

თუმცა, ნეაპოლელები მიიჩნევენ, რომ ეს თანხა საკმაოდ ცოტაა, იტალიური კლუბი ინლერის სანაცვლოდ შვიდ მილიონ ევროს ითხოვს.

 

მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები გრძელდება, რადგან ამ ტრანსფერით ორივე კლუბი დაინტერესებულია.

 

31 წლის შვეიცარიელი სან პაოლოზე 2011 წელს გადაბარგდა, სერია ა-ში 107 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა. ეროვნული ნაკრების მაისურით კი 83 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

Category: ფეხბურთი | Views: 502 | Added by: Admin | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Adding a comment
Name *:
Email: